4 აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტში ახალი კომპანია "ბელავია" შემოდის
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფუნქციონირებას
ახალი ავიაკომპანია იწყებს. ბელორუსიის ეროვნული ავიაკომპანია
"ბელავია" პირდაპირი რეისების შესრულებას 4 აგვისტოდან
გეგმავს. მინსკი - ქუთაისი - მინსკის საჰაერო ხაზზე ავიარეისები
E175 საჰაერო ხომალდით განხორციელდება. ფრენები კვირაში ორჯერ
შესრულდება.
როგორც კომპანიის ოფიციალურ გვერდზეა მითითებული, ცალხმრივი ბილეთის
მინიმალური ღირებულება 85 ევროა, ხოლო ორმხრივის 169. მგზავრობის
დრო დაახლოებით 3 საათია. კომპანიის თვითმფრინავი ერთდროულად 76
მგზავრს მოემსახურება. მათ შორის 64 ადგილი ეკონომ, ხოლო 12 ადგილი
ბიზნეს კლასს მოიცავს.
"ჩვენს მგზავრებს ყოველთვის ვთავაზობთ ახალ ადგილებს. საქართველო
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დანიშნულებაა ამ დროისთვის. ამიტომ
ვთავაზობთ მგზავრებს კიდევ ერთ ქალაქს საქართველოში. ქუთაისში
ჰარმონიულად გაერთიანებულია ძველი და თანამედროვე არქიტექტურა.
ამასთანავე, ბილეთის ღირებულება გაცილებით დაბალი იქნება, ვიდრე
თბილისიდან და ბათუმიდან,"-განაცხადა იგორ ჩერგინენტმა, კომპანიის
გენერალურმა დირექტორმა.
"ბელავია"-ს ქსელში ქუთაისი მესამე ქალაქია საქართველოში. კომპანია
ფრენებს უკვე ახორციელებს თბილისისა და ბათუმის
აეროპორტებში.
მასალის გამოყენების პირობები