ნამახვანჰესის საკითხთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მინისტრის  განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქმე არბიტრაჟში არ წავიდეს და  კომპანიასთან ვითარება კომუნიკაციით მოგვარდეს. 

“ჩვენი მთავარი ამოცანაა, პროექტი შედგეს, გაუმჯობესებული პირობებით, უფრო უსაფრთხოდ, მაგრამ პროექტი აუცილებლად შედგეს”, – აცხადებს ნათია თურნავა.

“ჩვენ კვლავაც ვადასტურებთ და პრემიერმაც ბრძანა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც ნამახვანის პროექტი, ზოგადად ქართული ენერგეტიკა, ენერგიდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება. აქედან გამომდინარე ეს პროექტი უნდა განხორციელდეს. შეიძლება განხორციელდეს უკეთესი პირობებით, იმიტომ, რომ ყოველთვის შეიძლება გაუმჯობესება”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რადგან არსებობს რისკი, რომ კომპანიამ საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართოს, ის თავს იკავებს დეტალებზე საუბრისგან, რადგან შესაძლო დავის შემთხვევაში სახელმწიფოს ინტერესები არ დაზიანდეს.

“ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ არბიტრაჟში “ენკასთან” არ აღმოვჩნდებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოლაპარაკებით მოგვარდეს ეს საკითხი. თვითონ კომპანია “ენკაც” არაერთხელ ადადსტურებდა, რომ ისინი არიან ინვესტორები და მშენებლები, მათი ამოცანა არის პროექტის აშენება და არა სასამართლოში სიარული. ამ მიმართულებით ვართ ჩვენც და მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უერთიერთშეთანხმებით მოხდეს ამ პროექტის გაგრძელება…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *