„ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი სრულიად ახალი, 51 კილომეტრიანი
გზის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება 110 მილიონი ლარი დაჯდა
და თბილისიდან რაჭამდე სულ რაღაც სამ საათში ჩამოვალთ, რაც ძალიან
კომფორტულია ჩვენი მოქალაქეებისთვის - განაცხადა საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი
ახალი გზის გახსნის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა საერთო
ღირებულებამ 110 მილიონ ლარს გადააჭარბა.
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის პროექტი 7 მონაკვეთად იყო
დაყოფილი და მის მშენებლობაზე 4-მა ქართულმა კომპანიამ იმუშავა.
სულ, გზის მშენებლობაზე 900 ადამიანი იყო დასაქმებული.
ქუთაისს წლიდან წლამდე არაერთი ახალგაზრდა ტოვებს და სწავლის ან მუშაობის მიზნით დედაქალაქში ან საზღვარგარეთ გადადის,
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას, რომელთანაც ნიკეას მცხოვრებლებმა აქცია გამართეს და კომპანია გარემოსთვის მიყენებულ ზარალში დაადანაშაულეს, წარმოების უფლება შეუჩერდა.
მასალის გამოყენების პირობები