იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა გაიხსნა
იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-იანი გზა, რომელიც უკვე დასრულებულია, დღეს პრემიერ-მინისტრმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად გახსნა.


„ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი სრულიად ახალი, 51 კილომეტრიანი გზის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება 110 მილიონი ლარი დაჯდა და თბილისიდან რაჭამდე სულ რაღაც სამ საათში ჩამოვალთ, რაც ძალიან კომფორტულია ჩვენი მოქალაქეებისთვის - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზის გახსნის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა საერთო ღირებულებამ 110 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის პროექტი 7 მონაკვეთად იყო დაყოფილი და მის მშენებლობაზე 4-მა ქართულმა კომპანიამ იმუშავა.
სულ, გზის მშენებლობაზე 900 ადამიანი იყო დასაქმებული.


| Print |