ქუთაისიდან აბასთუმნის მიმართულებით გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო საათ-ნახევრით შემცირდება და მგზავრობას 4 საათის ნაცვლად, ორ საათ-ნახევარი დასჭირდება. ბაღდათი-აბასთუმნის გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2023-2024 წელს დასრულდება.

,,გზა, რომელიც აკავშირებს იმერეთს და სამცხე-ჯავახეთს. გზა, რომელიც შესაძლებელს გახდის, უკვე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან აბასთუმნამდე სულ რაღაც 2 საათ-ნახევარში იყო უსაფრთხო გზით, რომელიც სრულად აკმაყოფილებს სტანდარტს. თავის მხრივ, ითვალისწინებს როგორც კურორტი აბასთუმნის შემოვლით გზას, ასევე რეალურად, ახალი სიცოცხლე იქნება კურორტი საირმესთვის,” – ამბობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე.

,,ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება გზის უსაფრთხოებისა და მომსახურეობის სტანდარტი, შემცირდება მგზავრობის დრო დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან (ქუთაისიდან) თურქეთის საზღვრამდე (ვალემდე). გზის რეკონსტრუქცია გამოაცოცხლებს რეგიონს და გაზრდის ეკონომიკურ აქტივობას. პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება და მგზავრობას 4 საათის ნაცვლად 2.5 საათი დასჭირდება.
აღნიშნული საავტომობილო გზის 4 კმ-იანი ნაწილი ამჟამად გადის დაბა აბასთუმნის ხეობაში, სადაც საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო ნაგებობები ძირთადად გზის გასწვრივ არის განლაგებილი. შესაბამისად, კურორტის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით, დაიწყო აბასთუმნის შემოვლითი 16 კმ-იანი გზის მშენებლობა. პროექტი ბარდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომლის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2022 წელს იგეგმება. ბაღდათიდან-აბასთუმნამდე მისასვლელი გზის დღევანდელი ალტერნატივა ბაღდათი-ხაშური-აბასთუმნის გზის მარშრუტია, რომელიც ქუთაისის აეროპორტიდან მანძილს საგრძნობლად ზრდის. ახალი გზის მშენებლობით, ჩრდილოეთ-სამხრეთის კავშირი შენარჩუნდება იმგვარად, რომ კურორტის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტმა არ გაიაროს. ბაღდათი-აბასთუმნის განახლებული მარშრუტით ერთმანეთს უმოკლესი გზით დაუკავშირდება იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონები. მთლიანობაში ბაღდათი-აბასთუმნის გზის დასრულება დაგეგმილია ეტაპობრივად 2023- 2024 წლისთვის“, – ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *