ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გერმანიისა და ავსტრიის დედაქალაქებში Wizz Air-მა ​პირდაპირი რეისები აღადგინა.

ვენის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ, ბერლინში კი ამ ეტაპზე ერთხელ შესრულდება.

,,პირველივე რეისები ძალიან კარგი დატვირთულობით გამოირჩევა. უკვე 600-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ამ რეისით, გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინი,’’-ამბობს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი, თამარ არჩუაძე.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებს გერმანიასა და ავსტრიაში გამგზავრება ტურისტული მიზნითაც შეუძლიათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *