საქსტატის 2021 წლის ოქტომბრის საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიშის  მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საქართველომ უცხოეთიდან $904 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა,  რაც წინა წელთან შედარებით 24%-ით ანუ $175 მილიონით მეტია.

იმპორტზე უფრო მაღალი ტემპით – 31.3%-ით გაიზარდა ექსპორტი, რამაც ოქტომბერში $411 მილიონი შეადგინა, ეს პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია.

ჯერჯერობით, უცნობია თუ რომელი კატეგორიის საქონლის ექსპორტი და იმპორტი გაიზარდა ოქტომბერში, აღნიშნულ ინფორმაციას საქსტატი 19 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

რაც შეეხება ჯამურ მაჩვენებელს, მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოს მთლიანი ექსპორტი 3.4 მილიარდი დოლარი იყო, რაც 2020-თან შედარებით 23%-ით მეტია, იმპორტმა კი 7.96 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წელს არსებულ მაჩვენებელს 22%-ით აღემატება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *