საქსტატმა 2021 წლის ოქტომბრის საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. 

multicat=36
დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საქართველომ უცხოეთში $411 მილიონი დოლარის საქონელი გაიტანა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია და წინა წლის ანალოგიური პერიოდის ექსპორტს 31.3%-ით აღემატება.

ექსპორტთან ერთად, საგრძნობლად არის გაზრდილი იმპორტის მოცულობაც, რამაც ოქტომბერში 904 მილიონი დოლარი შეადგინა, ეს წინა წელთან შედარებით 24%-ით მეტია. თანხობრივად მატება $175 მილიონია.

ჯერჯერობით, უცნობია თუ რომელი კატეგორიის საქონლის ექსპორტი და იმპორტი გაიზარდა ოქტომბერში, აღნიშნულ ინფორმაციას საქსტატი 19 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

რაც შეეხება ჯამურ მაჩვენებელს, მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოს მთლიანი ექსპორტი 3.4 მილიარდი დოლარი იყო, რაც 2020-თან შედარებით 23%-ით მეტია, იმპორტმა კი 7.96 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წელს არსებულ მაჩვენებელს 22%-ით აღემატება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *