“ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ENKA-სთან შეთანხმება მოხდეს ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე”, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

multicat=36

ნათია თურნავას განცხადებით, კომპანია ენკასთან  უკვე შედგა ორი შეხვედრა და სამუშაო შეხვედრები კიდევ გაგრძელდება. რაც შეეხება შეთანხმებას, მინისტრი ამბობს, რომ სამუშაო შეხვედრების დროს თანაბრად განიხილება, როგორც  პროექტის გაგრძელება, ისე კომპანიის გასვლა პროექტიდან.

„ჩვენ შორის ორი შეხვედრა შედგა და სამუშაო შეხვედრა კიდევ გაიმართება. ჩვენი ამოცანა არის, რომ ამ კომპანიასთან შეთანხმება მოხდეს ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე. თანაბრად განიხილება როგორც პროექტის გაგრძელება მათ მიერ, ასევე მათი მხრიდან პროექტიდან გასვლა მათივე პირობებით. ორივე შემთხვევაში ეს უნდა იყოს ჩვენი ქართული ეკონომიკის და ქვეყნის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება. ამაზე ვმუშაობთ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

დაახლოებით, ორი კვირის წინ „ნამახვანჰესის“ პროექტის ინვესტორ კომპანია “ენკასა” და ქართული მხარის წარმომადგენლებს შორის რამდენიმე შეხვედრა ევროპაში შედგა. აღნიშნული კონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს.

კომპანია ENKA-ს 22  სექტემბერის სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გაკეთებული განცხადების მიხედვით,  კომპანია ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტდა. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ამჟამად საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დასაწყებადაც ემზადება.

ENKA-ს მიერ პროექტიდან გასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი არსებული სახით არ განხორციელდებოდა. ამასთანავე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ENKA-მ ჰესის მშენებლობა შეაჩერა, რადგანაც მასზე მორატორიუმი გამოცხადდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *