საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 12.5 პროცენტი შეადგინა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის
ნოემბერში ინფლაცია, წინა წლის ნოემბერთან შედარებით 12.5%-ია.
წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე 0.6%-ია.
საქსტატის თანახმად, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა
იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო
სასმელი, ტრანსპორტი, წყალი, ელ.ენერგია და აირი.
გასული წლის ნოემბერთან შედარებით 2021 წლის ნოემბერში სურსათისა და
უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში შემავალი პროდუქტების ფასები 17%-ითაა
გაზრდილი. მათ შორის:
ზეთი და ცხიმი - ფასები გაზრდილია 27.7%-ით,
ბოსტნეული და ბაღჩეული - ფასები გაზრდილია 26.2%-ით,
პური და პურპროდუქტები - ფასები გაზრდილია 20.4%-ით,
რძე, ყველი და კვერცხი - ფასები გაზრდილია 17.9%-ით,
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - ფასები გაზრდილია 17.4%-ით
თევზეული - ფასები გაზრდილია 16%-ით,
ხილი და ყურძენი - ფასები გაზრდილია 15.5%-ით,
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური
წვენები - ფასები გაზრდილია 13.6%-ით,
ხორცი და ხორცის პროდუქტები - ფასები გაზრდილია 10.7%-ით,
ყავა, ჩაი და კაკაო - ფასები გაზრდილია 6.9%-ით.
გასული წლის ნოემბერთან შედარებით კი ელექტროენერგია, აირი და
სათბობის სხვა სახეები 14.2%-ითაა გაძვირებული.
აღსანიშნავია, რომ 20.2%-ითაა გაზრდილი ფასები ტრანსპორტის ჯგუფში.
2021 წლის ნოემბერში, 2020 წლის ნოემბერთან შედარებით პირადი
სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია 30.1%-ით, ხოლო სატრანსპორტო
მომსახურება 2.6%-ით გაძვირდა.
მასალის გამოყენების პირობები