ქუთაისის ბიუჯეტი 16 მილიონით გაიზარდა
ქუთაისის ბიუჯეტი 16 186 000 ლარით გაიზარდა.
აღნიშნული ცვლილების მიზეზი მთავრობის განკარგულების საფუძველზე
ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის ჩამორიცხული თანხებია.
,,რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო 6 მილიონ 144 ათასი ლარი,
რაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. ასევე საპილოტე რეგიონების
განვითარების ფარგლებში დაგვერიცხა 3 მილიონ 300 ათასი ლარი. მივიღეთ
თანხები საჯარო ფინანსების მართვის ფარგლებში. ასევე ნაშთი განაწილდა
3 მილიონ 300 ათასი ლარი. ჯამში ბიუჯეტი 16 მილიონ 186 ათასი ლარით
გაიზარდა,’’-ამბობს საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების
სამსახურის ხელმძღვანელი, დავით ნიშნიანიძე.
თავდაპირველად, 29 დეკემბრის განგარკულების საფუძველზე, ქუთაისის
ბიუჯეტი 89 მილიონ 262 ათას ლარს შეადგენდა. ამ დროისთვის 106 მილიონ
633 300 ლარს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები