მსოფლიო ბანკი უკრაინას 3 მილიარდი დოლარით დაეხმარება.

ამის შესახებ WB-ისა და IMF-ის ერთობლივი განცხადებიდან ხდება ცნობილი.

“მსოფლიოს ბანკის ჯგუფში ჩვენ ვამზადებთ $3 მილიარდის მხარდაჭერის პაკეტს მომდევნო თვეებისთვის, დაწყებული მინიმუმ $350 მილიონის ბიუჯეტის მხარდაჭერის ბროგრამით, რომელიც მიმდინარე კვირაში წარედგინება საბჭოს დასამტკიცებლად, გაგრძელებეული $200 მილიონიანი პროგრამით, რომელიც ჯანდაცვასა და განათლების სფეროების მხარდასაჭერად მიერმართება” — ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება IMF-ის მხარდაჭერას, განცხადებაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მომდევნო კვირას განიხილავს უკრაინის მოთხოვნას სასწრაფო ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით.

“ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას უკრაინის პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც დამატებით 2,2 მილიარდი დოლარის დაფინანსება ხელმისაწვდომი იქნება ივნისის ბოლომდე” — წერია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *