თიბისი კაპიტალმა საქართველოს რეგიონებში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარის კვლევა ჩაატარა.

ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში უძრავი ქონების ღირებულება წლიურად 8%-ით არის გაძვირებული.

თიბისი კაპიტალი წერს, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მარტში კვადრატული მეტრი საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი საქართველოში 756 დოლარი იყო. ქუთაისი საქართველოს იმ ხუთ ქალაქს შორისაა, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაძვირდა. ასეთია იმ 5 ქალაქის ჩამონათვალი, უძრავი ქონების ღირებულება ყველაზე მეტად გაიზარდა:

ზუგდიდი — წლიური გაძვირება 40%;
ქობულეთი — 32%;
ქუთაისი — 20%;
ფოთი — 19%;
რუსთავი — 9%.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში 2022 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, უძრავ ქონებაზე ფასები 4,5%-ით არის გაზრდილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *