საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში 334.3 მილიონი აშშ დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა, რაც 2021 წლის აგვისტოს მაჩვენებელს, 204.9 მილიონ დოლარს, 63.1%-ით აღემატება.

გზავნილების მოცულობით პირველ ადგილზე კვლავ რუსეთია, კერძოდ, აგვისტოში რუსეთიდან 110.9 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა, რაც 194.6%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, 37.65 მილიონზე. რუსეთის წილი მთლიან გადმორიცხულ თანხაში 33%-ს შეადგენს.

ტოპ-10 ქვეყნა, საიდანაც 2022 წლის აგვისტოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ასე გამოიყურება:

რუსეთი -$110.9 მლნ;
იტალია – $36.59 მლნ;
აშშ – $29.21 მლნ;
საბერძნეთი – $18.76 მლნ;
ისრაელი – $17.98 მლნ;
სომხეთი – $16.90 მლნ;
გერმანია – $15.24 მლნ;
ყირგიზეთი – $13.49 მლნ;
ყაზახეთი – $12.07 მლნ;
თურქეთი – $9.12 მლნ.

2022 წლის 8 თვეში ქვეყანაში სულ 2 მლრდ 427 მლნ აშშ დოლარის ფულადი გზავნილი შემოვიდა, საიდანაც 961 მლნ 169 ათასი დოლარი რუსეთის ფედერაციაზე მოდიოდა.

საქართველოდან საზღვარგარეთ კი წლევანდელ აგვისტოში 29.5 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2021 წლის აგვისტოს (27.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 7.6%-ით მეტია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *