აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო

უნივერსიტეტში დიალექტოლიგიური სამეცნიერო სესია დაიწყო. სესია სასწვალებლის რექტორმა გიორგი ღავთაძემ და აკადემიკოსმა, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა ავთანდილ არაბულმა გახსნეს. კონფერენციაში თბილისის, ბათუმის, თელავის, გორისა და ახალციხის უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სამეცნიერო სესიის მთავარი თემატიკა ქართველური დიალექტოლოგიის თემებზე სამეცნიერო მოხენებებია.
“ეს არის საუკეთესო საშუალება სტუდენტებისა და უნივერსიტეტების კავშირისათვის. მეცნიერული სიახეების გაცვლისა და რაც მტავარია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აკადემიური თვალსაზრისით. ეს დიალექტოლოგიური კონფერენცია შემაკავშირებელ როლს თამაშობს”, – აღნიშნა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა ავთანდილ არაბულმა
ყოველწლიური კონფერენცია სხვადასხვა სამეცნიერო და სასწავლო ცენტრებში მორიგეობით ტარდება. სავარაუდოდო მოვალ წელს სამეცნიერო კონფერენციას ახალციხე უმასპინძლებს.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში რიგით 36–ე დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია ხვალ დასრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *