განათლება
მასშტაბური პროექტის "გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის" ფარგლებში სემინარი გაიმართა
გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით 26-27 ნოემბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტში ქუთაისის #8, #1, #43, #35 საჯარო გერმანული სკოლების, ასევე სკოლა "პროგრესის", გელათის საჯარო სკოლის, ბაგრატის #2 გიმნაზიის გერმანული ენის, ფიზიკისა და ქიმიის პედაგოგებისთვის დეა ჩოგოვაძემ და გიორგი მაღრაძემ პრაქტიკულ სასწავლო-მეთოდოლოგიურ სემინარები გაიმართა მდგრადი განვითარების პროგრამულ თემაზე. ეს ორდღიანი სემინარი გოეთეს ინსტიტუტის მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის ფარგლებში "გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის" განხორციელდა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
სემინარის პირველი დღე თეორიული ნაწილის შემდეგ დაეთმო გამოუყენებელი ტექნიკის ნაწილებისგან და სხვადასხვა ნივთებისგან ოთახი სანათების აწყობას. მონაწილეებმა თავისი დიზაინით შექმნეს სანათურები, თითქოს უსარგებლო, მეორადი ნივთებისგან სასარგებლო ობიექტები გაკეთებეს. სემინარის მეორე დღე დაეთმო გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის შექმნას ქიმიური პროცესების ჩართულობით.
ამ სემინარების, ისევე მთლიანად პროექტის "გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის" მიზანია საქართველოს მასშტაბით გერმანულენოვან სკოლებში ეფექტურად დაინერგოს სწავლების ახალი მეთოდი მდგრადი განვითარების მიმართულებით და მოხდეს ამ მეთოდის განვითარება, - გერმანული ენის გაკვეთილის დროს ენის შესწავლასთან ერთად გარემოს დაცვის, მწვანე პედაგოგიკისა და მდგრადი განვითარების თემების ინტეგრირება.

გოეთეს ინსტიტუტის ამ პროექტმა "გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისათვის", ომელიც წელს უკვე მეორედ იმართება, 2016 წლის ზაფხულში მიიღო ავსტრიის მეცნიერების, კვლევისა და ეკონომიკის ფედერალური სამინისტროს პრიზი "შუსტაინაბილიტყ Aწარდ"და გარემოს დაცვისა და ენების შესწავლის სფეროში საერთაშორისო დონეზე განსაკუთრებით წარმატებულ პროექტად იქნა მიჩნეული, რომელმაც ხელი შეუწყო სკოლებსა და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას და სამოქალაქო დისკურსი გაააქტიურა.
2015 წლიდან სწორედ ამ მასშტაბური პროექტის ფარგლებში გოეთეს ინსტიტუტის მოწვევით მოხდა ქართველი პედაგოგების გადამზადება ენის შესწავლასთან ერთად გარემოს დაცვის, მწვანე პედაგოგიკისა და მდგრადი განვითარების თემების ინტეგრირებული მეთოდის მიმართულებით. პრაქტიკულ-მეთოდოლოგიური სემინარები ჩაატარეს ცნობილმა საერთაშორისო ექსპერტმა საბინე კვენოტიმ, ასევე ბერნადეტ ვერეშმა; გერმანიიდან, ავსტრიიდან და შვეიცარიიდან მასტერკლასებით ჩამოვიდა 6 საერთაშორისო ექსპერტი გარემოსდაცვითი და მწვანე პედაგოგიკის, ასევე მდგრადი განვითარების სფეროდან: პროფესორი შტეფან შლაიჰერი გრაცის უნივერსიტეტიდან, პროფესორი ვილჰელმ ლინდერი ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტიდან, ქრისტინე ვოგოვიჩი ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტის ვიცერექტორი, პროფესორი ვილჰელმ ლინდერი ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტიდან, დოქტორი ფრანკ ჰოლცფორსტერი გეოლოგიური ცენტრის დირექტორი, დოქ. ბირგიტ კარე ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტიდან. ასევე მასტეკლასები გამართა კულტურულ-მეცნიერებათა დოქტორმა, ბერლინის ხელოვნების ინსტიტუტის თანადამფუძნებელმა ჰილდეგარდ კურტმა.

პროექტი "გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის" წელს სამი თვე გრძელდება, თავისი სტრუქტურით მოიცავს როგორც თბილისის კონფერენციას, ასევე ქართველი პედაგოგებისთვის ვორკშოპებსა და სემინარებს საქართველოს რეგიონებში. ეკონომიკის და ეკოლოგიის მომავალზე კრიტიკული საკითხები განსაკუთრებით ახალგაზრდებს აღელვებთ: ქსელური მდგრადობა მათ შანსს აძლევს, გაეცნონ მდგრადი განვითარების პერსპექტივებს, შეისწავლონ მასთან დაკავშირებული გამოწვევები და აქტიურად ჩაერთონ მიმდინარე პროცესში.ამ განათლების მიზანია არა მატო გაავრცელოს ცოდნა, არამედ ბუნებით, ეკოლოგიითა და გარემოთი დააინტერესება გამოიწვიოს, ხელი შეუწყოს შემოქმედებით პოტენციალს და გააძლიეროს ერთობლივი მუშაობის უნარი. მდგრადი განვითარების ამოსავალი წერტილი იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეები ცხოვრების გაუმჯობესებისთვის ერთობლივად ზრუნავენ.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეიდან 500-მდე დაწყებითი კლასის მოსწავლე ახალ საგანს
22:29 / 21.04.2017
დღეიდან 500-მდე დაწყებითი კლასის მოსწავლე ახალ საგანს
დღეიდან 500-მდე დაწყებითი კლასის მოსწავლე ახალ საგანს
22:29 / 21.04.2017
დღეიდან 500-მდე დაწყებითი კლასის მოსწავლე ახალ საგანს
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერების პოპულარიზაციის
მიზნით
17:03 / 21.04.2017
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით
სხვადასხვა დასახელების აფთიაქების გვერდით
17:15 / 20.04.2017
სხვადასხვა დასახელების აფთიაქების გვერდით
ახალი ამბები
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა  ჩერნობილელთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკეს
18:07 / 26.04.2017
ჩერნობილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით
ხმაური მოყვა საკრებულო სხდომაზე ჯავახიშვილის ქუჩაზე ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას
17:59 / 26.04.2017
ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა ქუთაისში, ჯავახიშვილის
გია გოქაძემ პარლამენტში მომუშავე ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა უარი თქვან თბილისის პარლამენტის შენობაში საქმიანობაზე
16:51 / 26.04.2017
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" დამფუძნებელმა გია გოქაძემ
5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ჭოგნარში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას
12:44 / 23.04.2017
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში მომხდარ ატვოსაგზაო შემთხვევას
პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს-ღია წერილი
15:04 / 22.04.2017
ქუთაისში არსებული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ოპოზიციური  პოლიტიკური პარტიები,
"მაინტერესებს ადგილობრივი ხელისუფლებიდან ჭყონიამ ეს ქალაქი იყიდა?"-გოგი წულია
13:07 / 19.04.2017
"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმდჯომარემ გოგი წულაიამ
 იმერეთის გუბერნატორმა და ქუთაისის მერმა  სომხეთის გენერალურ კონსულს უმასპინძლეს
00:00 / 19.04.2017
ქუთაისში სომხეთის გენერალური კონსული იეღიშე სარგსიანი
კონსტიტუციიდან პარლამენტის ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი მუხლის ამოღებას  ქუთაისში აპროტესტებენ
15:35 / 13.04.2017
ქუთაისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების
სიახლე!


რადიოკომპანია ”ძველი ქალაქი” გთავაზობთ  სააღდგომო ფასდაკლებას!

სრულად
04:01 / 28.03.2017
ვალუტა
EUR
EUR
2.6996
TRY
TRY
0.6954
USD
USD
2.4751
ამინდი
თბილისი 7 - 16 °C
img
ქუთაისი 14 - 24 °C
img
ბათუმი 12 - 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით   შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This  web  page is  part of Joomla based universal  CMS  system, which was developed through the USAID  funded  Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented  by   IREX.  The content  provided   through  this web-site is the  sole  responsibility of  the  authors and does  not  reflect the  position of USAID or IREX.