წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეუერთდნენ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებს, ანტუან დე სენტ-ეკზიუპერის მოთხრობა, “პატარა უფლისწული” წაუკითხა.საკრებულს თავმჯდომარიგან ზღაპარი ბავშებმა ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო ლიტერატურის განყოფილებაში მოისმინეს. “წიგნის და ბავშვის ურთუიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. წიგნი არის ის სამყარო, რომ,ლიდანაც ბავშვი ღებულობს ძალიან ბევრ ინფორმაციას. მისი ცხოვრება, პიროვნება სწორედ ამ გზით, ამ საშუალებით ყალიბდება. მინდა მივულოცო ეს დღე პატარებს . დიდი სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა ამ პროცესში”,- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა.
წიგნის საჯარო კითხვის დღესთან დაკავშრებით ქუთაისის მესამე საჯარო სკოლაში იმყოფებოდა ააიპი კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებათის უფროსი და პოეტი ელისო ქაროსანიძე.
ამ ამ დღესთან დაკავშირებით, განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების ორგანიზებით ქალაქის საჯარო სკოლებში ეწყობა მოსწავლეების შეხვედრა ქ.ქუთაისში მცხოვრებ პოეტებსა და მწერლებთან, რომლებიც ისაუბრებენ წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე და გააცნობენ თავიანთ შემოქმედებას. პროექტში ჩართულია თორმეტი საჯარო სკოლა: N1,2,3,9,10,13,15,31,41 და კადეტთა ლიცეუმი.
ხვალ ქუთაისში მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის – ,,ლიტერატურულ სალონში” კვირეულის დახურვა მოხდება.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს საქართველო წელსაც უერთდება.წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს მსოფლიო 2010 წლიდან აღნიშნავს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *