საპილოტე პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს შესაძლოა

თითო სკოლა ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გადაეცეთ,- ამის შესახებ ქუთაისის მერმა სკოლის დირექტორებისა და განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის საგაგენტოს წარმომადგენლების შეხვედრაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა ადგილობრივ თვითმმართველობას ერთი სკოლა გადაეცემა, რომელსაც ინფრასტრუქტურულად მოაწყობენ. თემის კომენტირებისას ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ განაცხადა, რომ ეს ჯერ იდეის დონეზეა. “ჯერ იდეის დონეზეა, რომ თითო მუნიციპალიტეტმა აიღოს თითო სკოლა, საიდანაც გამოჩნდება თავად მუნიციპალიტეტსა და სკოლას შორის როგორი კომუნიკაციაა, როგორ შეუძლია მუნიციპალიტეტს ოპერატიულად მოახერხოს ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრა. ეს საპილოტე პროგრამა დიდი ვარაუდით იმისთვისაა, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ნახოს, თუ რამდენად შეუძლია თვითმმართველობებს ოპერატიულ რეჟიმში მოაგვაროს ესა თუ ის პრობლემა. განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში სკოლა და სკოლის ინფრატსრუქტურა არის თვითმმართველობის კომპეტენცია და არა ცენტრალური ხელისუფლების. აქ საუბარია ინფრასტრუქტურულ თემებზე და ა.შ. კარია რომ დეცენტრალიაციაზე ფიქრობს ცენტრალური ხელისუფლება. ამ გადასვლას რათქმაუნდა სჭირდება ფინანსური უზრუნველყოფა. ეს მუნიციპალიტეტების დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა საპილოტე პროგრამის განხორცილებეა ძალიან კარგია.”,- განაცხადა შოთა მურღულიამ.
რაც შეეხება იმ ერთი სკოლის შერჩევის კრიტერიუმს, ქალაქის მერის თქმით ეს ის სკოლა იქნება, რომლის იფრასტრუქტურასაც თვითმმართველობა ხშირად იყენებს. “ჩემი აზრით, მთავარი კრიტერიუმი რომლითაც ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებს ეს იქნება, რომელი სკოლის ინფრასტრუქტურასაც გამოვიყენებთ ხოლმე, ანუ სტუმარი ჩამოგვდის, შეხვედრაა თუ ა.შ. რადგან ჩვენ შედარებით ვალში ვართ იმ სკოლასთან, რადგან თუ ღონისძიებები იქ ტარდება, რაღაცნაირად უნდა დავეხმაროთ იმისათვის, რომ ვიყენებთ და ვსარგებლობთ მისი ინფრასტრუქტურით”, – განაცხადა შოთა მურღულიამ.
ჯერჯერობით საპილოტე პროგრამის ამოქმედების ვადა ცნობილი არ არის, თუმცა როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა ეს მალე უნდა დაიწყოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *