სასკოლო ჰაკათონში გამარჯვებულ ბავშვებს, დღეს ქუთაისის მერმა შოთა

მურღულიამ მიულოცა და მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრებს საჩუქრად კომპიუტერები გადასცა.

ღონისძიებას პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი დაესწრო და გამარჯვებულებს წარმატებები უსურვა.

ჰაკათონი მოსწავლეთა შეჯიბრებაა, ინოვაციური პროექტების შექმნის მიზნით იმართება.
ონლაინ ტესტირების საფუძველზე გამოიკვეთა 100 საუკეთესო მოსწავლე. მოსწავლეებს ჩაუტარდათ მასტერ კლასები. დაკომპლექტდა 17 გუნდი. ფინალური ეტაპი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *