პრაქტიკული სამართლის პროგრამის

მონაწილეები სერთიფიკატებით დააჯილდოვეს. პროგრამას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი ახორცილებდა. პროგრამა იმერეთის 16 სკოლაში მოსწავლეებისათვის პრაქტიკული სამართლის საკითხებზე შეხვედრების ჩატარებას ისახავდა მიზნად. სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მართავდნენ. სულ პროგრამაში 16 სტუდენტი მონაწილეობდა. პროგრამის შესახებ საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი სანტურიანი საუბრობს. “ძირითადად პროგრამა ემსახურებოდა სკოლის მოსწავლეებისათვის პრაქტიკული სამართლის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას. ეს არის ყოველდღიურ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. განათლება პრაქტიკულ სამართლებრივ საკითხებზე იწყება ადრეული ასაკიდან, შემდგომ უნივერსიტეტში გრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკული სამართლის შესახებ განათლება ადრეული ასაკიდან იქნას მიღებული,-განაცხადა საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა.
პროქტი საინტერესო აღმოჩნდა პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისთვის “პრაქტიკული სამართლის ფარგლებში ვატარებდით ტრენინგებს სკოლებში . ერთ-ერთი სკოლა იყო ქუთაისის მე-17-ე სკოლა. მათ და ყველა მონაწილეს გადავეცით სერთიფიკატები. აგრეთვე სერთიფიკატები მივიღეთ ჩვენ, ტრენერებმა. ეს ორ მიზნიანი პროგრამა იყო. მოსწავლეები სწავლობდნენ პრაქტიკულ სამართალს და ტრენერები იუმჯობესებდნენ უნრჩვევებს განაცხადა ბექა ფოცხვერიამ.
პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებთან შეხვედრები ქუთაისის გარდა წყალტუბოში, ბაღდათში, ხარაგაულსა და თერჯოლაში გაიმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *