ქუთაისში დედაენის ძეგლთან კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

. კონკურსში საჯარო და კერძო სკოლების 48 პედაგოგი და 65 მოსწავლე იყო ჩართული, ჟიურიმ მათგან 5 მოსწავლე და 5 მასწავლებელი დააჯილდოვა. კონკურსი წელს მესამედ გაიმართა და მისი მიზანი ქართული დამწერლობის ინდივიდუალიზმის პოპულარიზებაა.

მოსწავლეებს შორის პირველ ადგილზე ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ნია ქორიძე გავიდა.

“მეორე წელია ვიღებ ამ კონკურში მონაწილეობას და ეს მეორე წელი ჩემთვის იღბლიანი აღმოჩნდა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს კონკურში, რადგან ქართული ენის და კალიგრაფიის პოპულარიზაცია ხდება და ვთვლი რომ არ უნდა შეწყდეს ამ კონკურსის ჩატარება,”-განაცხადა ნია ქორიძემ.

კონკურსში გამარჯვებულები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა დააჯილდოვეს, მათ სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *