განათლება
„პოეზიის ა(მ)ბები“ „პოეზიის აფთიაქისგან“
სხვადასხვა დასახელების აფთიაქების გვერდით
ახალი "პოეზიის აფთიაქი" გაჩნდა. თუმცა ეს აფთიაქი ტრადიციულისაგან იმით განსხვავდება, რომ აქ ჩვეული დასახელების მედიკამენტებს ვერ შეიძენთ. "პოეზიის აფთიაქი" "პოეზიის ამბებით" მოგამარაგებთ.
პროექტი ილიას უნივერსიტეტს ეკუთვნის. პორექტის ორგანიზატორებმა აფთიაქის შესახებ პრეზენტაცია ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტში გამართეს. პროექტის ორგანიზატორმა და პოეტმა ცირა ბარბაქაძემ "პოეზიის აფთიაქის" შექმნისა და დანიშნულების შესახებ ისაუბრა. "კლუბი ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის შექმნის დღიდან არსებობს. ვკითხულობ კურსს, რომელსაც ჰქვია "რა არის პოეზია?". ამ კურსის ფარგლებში შეიქმნა კლუბი და ყოველ წელს გვაქვს სხვადასხვა აქცია, კონკურსები. წელს გვაქვს "პოეზიის აფთიაქი" . ეს არის კონკურსი ახალგაზრდა შემოქმედებისთვის. გვინდა ეს პროექტი გასცდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და ვახდენთ დიდ უნივერსიტეტებში მის წარდგენას", - განაცხადა ცირა ბარბაქაძემ.

"პოეზიის აფთიაქში" შემდეგი სახის მედიკამენტები იქნება: ენდორფინ-ა(მ)ბები, პროტესტ-ა(მ)ბები, დითირა(მ)ბები , ცოცხალი ა(მ)ბები (ვიდეო-არტი), საკაიფო ა(მ)ბები - საკაიფო (იგივე საკაფიო) ა(მ)ბები - ანუ კაფიები.
საკაიფო ა(მ)ბები იუმორით, ემოციების მრავალფეროვნებით, რითმებით, განცდებით, გრძნობებით იწვევს შეყვარებულთა "გულის მოოხებას", რის შედეგადაც მკითხველი "კაიფობს".

პოეზიის ა(მ)ბებს განიხილავს და გამოავლენს გამარჯვებულებს ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც არიან: ცირა ბარბაქაძე - პოეტი, პროექტის ორგანიზატორი, ბელა წიფურია - ლიტერატურათმცოდნე, პაატა შამუგია - პოეტი, გია ჯოხაძე - მთარგმნელი, ნატო დავითაშვილი - მწერალი, ზაზა ცოტნიაშვილი - ლიტარატურათმცოდნე, ზურაბ რთველიაშვილი - პოეტი, პერფორმერი.
"ამერიკელმა ფსიქიატრმა შეიტანა სამკურნალო ციკლში პოეზიით მკურნალობა. მან მიიჩნია, რომ პოეზია კურნავს დეპრესიისგან, განგაშის განცდისაგან და ა.შ. აგრეთვე, დიდმა პოეტმა იოსიფ ბროდსკიმ მოუწოდა მთელ ამერიკას, თუ შეიძლება ადამიანს მივართვათ წიგნი, რძის ბოთლები ან ბიბლია და დავდოთ სასტუმროში. რატომ არ შეილება ერთი პოეტური კრებულიც დავდოთ იქ. ან ბიბლიას დავუმშვენოთ მხარი პოეტური კრებულით. ასე მხოლოდ იმას მივიღებთ, რომ ადამიანები კითხვას დაიწყებენ და სხვაგვარად იმეტყველებენ. მიხარია, რომ ამ კონკურსს განვსჯი. მეჩვენება, რომ თუ ახალგაზრდებმა არ აუღეს ალღო პოეტურ მეტყველებას, მერე გაგვიჭირდება", - განაცხადა მთარგმნელმა გია ჯოხაძემ.

პოეზიას რომ განმაკურნებელი თვისება აქვს, ამას პრეზენტაციაზე მისულებიც იზიარებენ. "გვყავდა სტუმრები ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსით "პოეზიის ა(მ)ბები". მართლაც, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პოეზიას გააჩნია განმაკურნებელი თვისება. როდესაც ადამიანი კითხულობს ლექსს ის სულიერ განწმენდაც განიცდის. ამ კონკურსში არის ძალიან ორიგინალური ნომინაციები, ჟანრები, რომლებიც შესაძლოა აქამდე არც შეგვხვედრია", - აღნიშნა წერეთლის უნივერსიტეტის ქართული ენის მიმართულების სპეციალისტმა, პოეტმა თამარ ნინიძემ.

კონკურსის სპონსორმა და მხარდამჭერებმა დააწესეს პრემიები:

ენდორფინ-ა(მ)ბები - 1 პრემია (600 ლარი) 11 პრემია - 400 ლარი
პროტესტ-ა(მ)ბები - 1 პრემია (600 ლარი)
დითირა(მ)ბები - 1 პრემია (600 ლარი)
ცოცხალი ა(მ)ბები - 1 პრემია (600 ლარი)
საკაიფო აბები - 1 პრემია (700ლარი) (350-350 თითოეულს)
გამოიცემა კრებული "პოეზიის ა(მ)ბები", რომელშიც შევა ჟიურის მიერ შერჩეული ლექსები. მოეწყობა წიგნის პრეზენტაცია და დაჯილდოება.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა სტუდენტს და ახალგაზრდას, 30 წლამდე, ერთსა და იმავე მონაწილეს შეუძლია მონაწილეობა მხოლოდ ორ ნომინაციაში, ტექსტი მანამდე არსად არ უნდა იყოს გამოქვეყნებული და სპეციალურად კონკურსისთვის უნდა იყოს შექმნილი.
დაინტერესებულმა პირებმა ტექსტები უნდა გააგზავნონ 1-ლი აპრილიდან 15 მაისამდე მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
15 მაისიდან 20 მაისამდე ჟიური შეარჩევს კრებულში დასაბეჭდ ლექსებს, ხოლო 28 მაისს შედგება პოეზიის კრებულის - "პოეზიის ა(მ)ბები" პრეზენტაცია და ნომინაციაში გამარჯვებულების დაჯილდოება.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში, ახალგაზრდებში დევიანტური ქცევის აღმოსაფხვრელად,
აქცია-კონცერტი გაიმართა.
21:29 / 13.12.2017
ქუთაისში, ახალგაზრდებში დევიანტური ქცევის აღმოსაფხვრელად, აქცია-კონცერტი გაიმართა.
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ა(ა)იპ ბაგა-ბაღების
გაერთიანების ახალი დირექტორი
17:21 / 08.12.2017
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ახალი დირექტორი
ახალი ამბები
წყალტუბოში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა
14:44 / 15.12.2017
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.
"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით გოგისვანიძე გახდა
15:17 / 14.12.2017
"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ დავით გოგისვანიძე დასახელდა.
რატომ არ ესწრება ქუთაისის მერი საკრებულოს სხდომებს?
17:02 / 12.12.2017
ქუთაისის მე-6 მოწვევის საკრებულოს სხდომებს ქალაქის მერი არ ესწრებოდა.
"ქუთაისში პარკირების საფასური უნდა განახევრდეს"-"ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა
11:50 / 12.12.2017
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში პარკირების საფასურის განახევრების ინიციატივით გამოდის.
როგორ მიმდინარეობს რეორგანიზაცია ქუთაისის მერიაში
16:10 / 09.12.2017
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი
ქუთაისში ახალგაზრდა ქალს მანქანა დაეჯახა
18:12 / 07.12.2017
ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალს მანქანა დაეჯახა.
"საკრებულოს რიგგარეშე სხდომების რაოდენობას შევამცირებთ"
17:48 / 07.12.2017
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს"კვლევის შედეგებს ეხმაურება.
ქუთაისის საკრებულოში მერაბ მეშველიანმა ნანა ქუმელაშვილი ჩაანაცვლა
17:18 / 07.12.2017
ქუთაისის საკრებულომ მერაბ მეშველიანის უფლებამოსილება ცნო.
ვალუტა
EUR
EUR
2.9980
TRY
TRY
0.6572
USD
USD
2.5405
«« დეკემბერი  »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
თბილისი 1 - 8 °C
img
ქუთაისი 6 - 16 °C
img
ბათუმი 9 - 16 °C
img