აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით

, სახელწოდებით “მეცნიერება სახალისოა” სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა. სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში, სპეციალურად გაშლილ კარვებში სხვადასხვა მიმართულებებით საინტერესო ექსპერიმენტები და ინტერაქციული გამოფენები ჩატარდა .

“ჩვენი მოტივაცია იყო ის, რომ ამ დარგების პოპულარიზაციას ხელი შევუწყოთ. აქედან გამომდინარე იმ თხუთმეტ კარავში რაც განვათავსეთ უნივერსიტეტის ეზოში წარმოდგენილი გვაქვს ძალიან მრავალფეროვანი მიმართულებები. ჩართულები იყვნენ ასევე მოსწავლეებიც და ჩვენი მიზანიც ეს იყო რომ ამ მოსწავლეებს ჩვენი სტუდენტებიდან თავიანთი თანატოლებიდან მიეღოთ ინფორმაცია და სხვადასხვა ვიქტორინაშიც მიეღოთ მონაწილეობა,”-განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ღავთაძემ.

სამეცნიერო პიკნიკი დასავლეთ საქართველოში პირველად გაიმართა და მასში მონაწილეობას იღებდნენ იმერეთის რეგიონებიდან ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, წყალტუბოს, საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის და ხონის სკოლების IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეები.

“ჩვენ ასეთი ღონისძიებების შესახებ გვქონდა ინფორმაციები და ვიცით, რომ თბილისში იმართებოდა ძალიან მიხარია, რომ სამეცნიერო პიკნიკი წელს ქუთაისშიც მოეწყო, ჩვენ ზესტაფონიდან ჩამოვედით, ჩვენი ცდები ჩამოვიტანეთ და ძალიან მოგვეწონა ეს ღონისძიება,”- განაცხადა ზესტაფონის სკოლა “ანაბასისი” მოსწავლემ ნია ღიბრაძემ.

ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები, ასევე იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ქალაქის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *