ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში ცნობილი თურქი კლასიკოსი მწერლის

აჰმეთ მითჰათ ეფენდის წიგნის “ქართველი ქალი ანუ შურისძიება” ქართულად ნათარგმნი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

მთარგმნელ თამარ ალფენიძის თქმით წიგნში საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი პერიოდია ასახული.

“ნაწარმოები 1888 წელს დაიწერა და იგი ეხება მე-19 საუკუნის დასაწყისის საქართველოს ისტორიას, თუ როგორ გადაასახლა პავლე ციციანოვმა, მეფისნაცვალმა, სამეფო ოჯახის წევრები რუსეთში, მოთხრობილია მარიამ დედოფლის ყაზანში გადასახლებისა და შემდგომში მისი ქალიშვილის, ელენე დედოფლის პავლე ციციანოვზე შურისძიების შესახებ. ნაწარმოებში აღწერილია იმდროინდელი საქარველოს ქალაქების, დედაქალაქის, კუთხეების გეოგრაფია, ყოფა, ქართველების ზნე-ჩვეულებები – სტუმართმოყვარეობა, ღირსების საკითხი, თავად-აზნაურობის დამოკიდებულება იმდროინდელი პოლიტიკური ვითარების მიმართ,”-განაცხადა თამარ ალფენიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *