ასოციაციამ “ქალები რეგიონების განვითარებისთვის” პროექტის “გადავარჩინოთ ზღვის შროშანი, ყვითელი ყაყაჩურა და ჰართვისის მუხა”, პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაცია ფოთში არსებულ კოლხეთის ეროვნულ პარკში გაიმართა, რომელსაც გარემოსდაცვითი ორგანიზაციების, არასამთავობო სექტორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა  და სამთავრობო ხელისუფლების წარმომადგენლები დაეწსრნენ. პრეზენტაციის ფარგლებში პროექტზე მომუსავე გუნდმა მემორანდუმი გააფორმა ფოთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებთან, ფოთსა და ზუგდიდში მომუშავე არასამთავრობო სექტორთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
პროექტის დირექტორმა, აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ეკოლოგმა მაკა ხეცურიანმა ისაუბრა პროექტის შესახებ: “პროექტი ითვალისწინებს ანაკლია-მდ.ჭურიის ზოლის ტერიტორიის დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობას. ზღვის შროშანისა და ყვითელი ყაყაჩურას გენოფონდის დაცვას, მოვლას, აღდგენასა და შენარჩუნებას. რელიქტური ჰართვისის მუხის გაშენებას. ასევე ადგილობრივი მოსახლეობის ცოდნის გაღრმავებას მცენარეების მოვლა-პატრონობის საკითხში.”
პროექტი ხორციელდება გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის მიერ, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დაფინანსებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *