ქუთაისში ახალგაზრდობის გამზირის

#98-ნომერში მდებარე XI- XV კორპუსების ფასადების მოსაწყობად ტენდერია გამოცხადებული. სასწავლებლის ორი კორპუსის ფასადის მოწყობის სამუშაოების შესასრულებლად 45 ათასი ლარია განკუთვნილი.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ხელშეკრულების შესრულების მთელ პერიოდში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმების განუხრელი შესრულება;
მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს დასრულებისთანავე გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან და სამუშაოების წარმოების პროცესში წარმოქმნილი ნარჩენებისაგან.
მიმწოდებელი ვალდებულია აღადგინოს სამუშაოების წარმოების პროცესში მისი მიზეზით დაზიანებული ინფრასტრუქტურა.

სატენდერო წინადადებების მიღება დღეს დაიწყო და 12 ივნისს დასრულდება.
ფასადების მოწყობა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარულ დღეში უნდა მოახერხოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *