ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო

კამპანიის ფარგლებში ” ძალა ევროპაშია” შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

“საერთაშორისო გამჭრვალობა საქართველოს” ხელმძღვანელის ეკა გიგაურის თქმით შეხვედრების მიზანია მოსახლეობის ინფორმირებულობა ნატოსა და ევროინტეგრაციის საკითხებში.

“ჩვენ დღეს სტუდენტებს გავაცანით თუ რატომ ისწრაფის საქართველო ნატოსკენ და ევროინტეგრაციისკენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს რა სარგებლობას მიიღებს მოსახლეობა საქართველო ნატოსთან და ევროპასთან ურთიერთობიდან გამომდინარე. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენმა სტუდენტებმა იცოდნენ თუ როგორ უნდა მივიღოთ მათგან დაფინანსება, რადგან ჩვენი განათლების სისტემა იყოს უკეთესი და ჩვენმა სტუდენტებმაც უნდა შეძლონ ევროპულ უნივერსიტეტებშ სწავლა და ჩამოვიდნენ იკედან უფრო განათლებულები,”-განაცხადა ეკა გიგაურმა.

პროექტი ხორციელდება “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ პროექტის ფარგლებში. პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *