ერთიანი ეროვნული გამოცდების დღესაც

ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება. გამოცდები გუშინ სწორედ და ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. ერთიან ეროვნულ გამოცდებში 18 მსჯავრდებული აბიტურიენტი მონაწილეობს. შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის თქმით, მსჯავრდებულები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში დღეს აბარებენ.

“მსჯავრდებული აბიტურიენტები ჯამში 18-ია. აქედან ერთი არის ქუთაისში, დანარჩენი – თბილისში, აქედან ერთ-ერთი გოგონაა”,- განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში გამოცდაზე, პირველ სესიაზე, დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან 97%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *