დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის

საარჩევნო მედიაცენტრის სტაჟირების პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს, უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების საარჩევნო მედიაცენტრის მისიის განხორციელებაში.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები საქართველოს 10 ქალაქში 2011 წლიდან ფუნქციონირებს, რომელიც მოქალაქეებს სთავაზობს ნეიტრალურ და ხელმისაწვდომ სივრცეს დემოკრატიული დიალოგის ხელშეწყობისა და წარმართვისათვის. ცენტრების მხარდაჭერას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EჭMI) “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტი” (AჩჩEშშ). თითოეული ცენტრი აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე რესურსით, მათ შორის: საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებით, კომპიუტერული ლაბორატორიით, ბიბლიოთეკით და პროფესიონალი თანამშრომლებით. დემოკრატიული პროცესების წარმართვაში მოქალაქეთა ინფორმირებისა და ჩართულობის მიმართულებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებმა განსაკუთრებული როლი ითამაშეს საარჩევნო მედია ცენტრების შექმნის გზით.

ინფორმაცია ცენტრების შესახებ იხილეთ ბმულზე http://www.cce.ge

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის საარჩევნო მედიაცენტრის სტაჟირების პროგრამა განხორციელდება 10 ქალაქში, ესენია: ახალციხე, ბათუმი, გორი, ქუთაისი, მარნეული, ოზურგეთი, რუსთავი, საგარეჯო, თელავი და ზუგდიდი. დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა მიუთითოს ერთ-ერთი ცენტრის ადგილმდებარეობა და სამოტივაციო წერილში აღნიშნოს განთავსების ადგილი. სტაჟირება არის ნახევარ-განაკვეთური, არაანაზღაურებადი, რომელიც დაიწყება 2017 წლის აგვისტოში და დასრულდება 2017 წლის ნოემბერში. ძირითადი, ყოველდღიური მოვალეობების გარდა, სტაჟირება ხელს შეუწყობს სტაჟიორის პროფესიული განვითარების პროგრამას, რომელიც მოიცავს მენტორობის, რეზიუმეს წერის ტექნიკებსა და ტრენინგებს.

სტაჟიორები გამოიყენებენ თავიანთ ტექნიკურ უნარებს, განათლებას, გამოცდილებას და რეგიონალურ ცოდნას შემდეგი საქმიანობებისთვის:

** დახმარება საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებული შეხვედრების და ღონისძიებების კოორდინირებაში, რომელიც მოიცავს მონაწილეთა აღრიცხვას, ღონისძიებების ფოტოგადაღებას, პრესრელიზის მომზადებაში აქტიურ მონაწილეობას, ტექნიკურ და ლოჯისტიკურ დახმარებას, მონიტორინგისა და შეფასების მონაცემთა ბაზის შევსებას და შეხვედრების ოქმის წარმოებას;
** არსებული და რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების მონაცემთა ბაზის რეგულარულად განახლებას;
** ყოველკვირეული შეხვედრები და ანგარიშგება ცენტრის კოორდინატორის მოადგილესთან;
** კომპიუტერული ლაბორატორიის მომხმარებელთა აღრიცხვა;
** ცენტრში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ მედია ბმულების შეგროვება;
** ერთი შეხვედრის ჩატარება საარჩევნო თემატიკაზე და/ან საარჩევნო სუბიექტების მონაწილეობით.

სასურველი კვალიფიკაცია:

** სტუდენტი (უფროსკლასელი ან უმაღლესი საგანმანათლებლოო დაწესებულების სტუდენტი) ან ახალკურსდამთავრებული;
** ჰქონდეს ინტერესი ჩაერთოს საარჩევნო მედიაცენტრის მუშაობაში;
** გააჩნდეს საარჩევნო სისტემის ცოდნა და გამოცდილება;
** ძლიერი ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები;
** განსაკუთრებული ინტერპერსონალური ურთიერთობის უნარ-ჩვევები;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა ( სასურველია, მაგრამ არასავალდებულო)
** აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
** პირადი რეზიუმე (CV) განათლების და/ან სამუშაო გამოცდილების მითითებით;
** სამოტივაციო წერილი ინტერესების, კვალიფიკაციის და ცენტრის ადგილმდებარეობის მითითებით;
** პროფესიული რეკომენდაცია (სასურველია უშუალო ხელმძღვანელის ან ლექტორის/პროფესორის სახელის, ტელეფონის და ელ. ფოსტის მითითებით)

შევსებული აპლიკაცია გთხოვთ გადაუგზავნოთ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების კოორდინატორის მოადგილეებს:

ახალციხე: მზია თამარაშვილი, mtamarashvili@cce.ge
ბათუმი: თეონა დიასამიძე, tdiasamidze@cce.ge
გორი: ნათია თუშიშვილი, ntushishvili@cce.ge
ქუთაისი: ქეთი ბიბილეიშვილი, kbibileishvili@cce.ge
მარნეული: ნილუფერ ყურბანოვა, nkurbanova@cce.ge
ოზურგეთი: თამარ კუპრაძე, tkupradze@cce.ge
რუსთავი: ანა მელაშვილი, amelashvili@cce.ge
საგარეჯო: მარიამ ღვთისავრიშვილი, mkhvtisavrishvili@cce.ge
თელავი: ლიკა იმერლიშვილი, limerlishvili@cce.ge
ზუგდიდი: ნათია ბჟალავა, nbjalava@cce.ge

ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ დემოკრატული ჩართულობის ცენტრების საარჩევნო მედია ცენტრის სტაჟირების პროგრამის აპლიკაცია (იმ ცენტრის მდებარეობის აღნიშვნით, სადაც აკეთებთ განაცხადს)

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 4 აგვისტო, 19:00 სთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *