მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერისტეტის

წარმომადგენლებმა ქუთაისში უნივერისტეტის მშენებლობის ადგილი მოინახულეს,- ამის შესახებ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ანგარიშის წარდგენაზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა ტექნოლოგიური უნივერისტეტის მშენებლობა განათლებაში ყველაზე დიდი მიღწევაა.

“განათლებაში ყველაზე დიდი მიღწევა და დიდი მომავალი ქალაქისთვის არის ის, რომ ფონდმა ქართუმ დაიწყოს საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა. 10 დღის წინ მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერისტეტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ადგილი დავათვალიერეთ არქიტექტორებთან ერთად. უახლოეს დღეებში დაიწყება სამუშაოები მიწის გატანით და თვითონ კონცეფცია იცით, რომ მიუნხენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან მუშავდება. ალბათ რამდენიმე დღეში მეც მომიწევს ვიზიტი, ქალაქდაგეგმარების კომპონენტი როგორ იქნება გათვალისწინებული. მსგავსი პროექტი არასდროს არ განხორციელებულა და ქალაქის განვითარებისათვის დიდ შესაძლებლობებს ქმნის”, – განაცხადა შოთა მურღულიამ.

ქუთაისის ტექნოლოგიურმა უნივერსიტეტმა სტუდენტები 2019 წლიდან უნდა მიიღოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *