ქუთაისს დამატებით 5 ახალი

ბაღი სჭირდება, – ამის შესახებ რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ნანა ლორთქიფანიძემ განაცხადა.

“ბავშვების რაოდენობიდან გამომდინარე საჭიროება ნამდვილად არს, რომ დაგვემატოს კიდევ 5 ახალი ბაღი მაინც. თუმცა ეს მომავალი წლიდან შეიძლება იყოს განხილული. ამას ჩვენი თვითმმართველობა გადაწყვეტს და რათქმაუნდა გამოთქვამს სურვილს აშენდეს კიდევ ახალი ბარები”, – განაცხადა ნანა ლორთქიფანიძემ.
ახალი ბაღების აშენებამდე ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებიან. 37 ფილიალში სწავლა 25 სექტემბერს განახლდება. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, რამდენიმე ბაღს მიშენება უკეთდება, ეზოების მოწყობა მიმდინარეობს, თუმცა ეს სასწავლო პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს.

“6 სექტემბრიდან 20 სექტემბრამდე რეგისტრაცია იქნება. შემდეგ დაიწყება ჯგუფების დაკომპლექტება. 37-ვე ფილიალში სწავლა დაიწყება 25 სექტემბერს. ამ დროისათვის გვყავს 6 ათასი აღსაზრდელი. ყოველ წელიწად ავდივართ 10-11 ათას ბავშვამდე, მაგრამ მოსიარულე წლის განმავლობაში იკლებს. ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, 4 ბაღს უკეთდება მიშენება, თუმცა ეს არანაირად არ უშლის სწავლის დაწყებას ხელს. რამდენიმე ბაღში მიმდინარეობს ეზოებისა და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, მაგრამ დარწმუნებული ვარ,  სწავლის დაწყებამდე ესეც მოწესრიგდება”, – განაცხადა ნანა ლორთქიფანიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *