ქუთაისის მერი შოთა მურღულია ფონდ “ქართუს”

წევრებთან ერთად გერმანიაში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ მერიის პრესსამსახური ავრცელებს. ქალაქის მერი ქუთაისში მშნებარე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საკითხების განხილვას ესწრება. ახალი სასწავლო წელი მან ქუთაისელ ბავშებს წერილით მიულოცა

,,ძვირფასო მოსწავლეებო, პედაგოგებო, მშობლებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას,თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს ნაყოფიერი და წარმატებებით გამორჩეული წელი. განსაკუთრებით ვულოცავთ ამ დღეს პირველკლასელებს, იმ პატარა მოსწავლეებს, რომლებსაც ყოველთვის ემახსოვრებათ ეს დღე და ეს გარემო.
სასწავლო წლის დაწყებას ყოველთვის ვხვდები ჩემი მშობლიური ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში და ამ დიდ სიხარულს ვიზიარებ სხვებთან ერთად. თუმცა დღეს საპატიო მიზეზი მაქვს, რომელიც ასევე განათლებას ეხება. გერმანიის ქალაქ მიუნხენში ფონდ ,,ქართუს” წარმომადგენლებთან ერთად გერმანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საკითხები განვიხილეთ. ეს არის საუკუნის პროექტი, რომელიც დიდ პერსპექტივებს ქმნის განათლებისა და ქალაქის განვითარების მიმართულებით.” – წერია ქალაქის მერის განცხადებაში, რომელსაც პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *