სასწავლებლის რეიტინგთან დაკავშირებით

აწსუ-ს ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს. ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას უნივერსიტეტის მსოფლიო რეიტინგში დაქვეითებასთან დაკავშირებით. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

“ბოლო პერიოდში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისამართით ისმის უმართებულო ბრალდებები იმის შესახებ, რომ თითქოს უნივერსიტეტი მსოფლიო რეიტინგებში ერთი წლის განმავლობაში 2000 ადგილით დაქვეითდა. აწსუ ადმინისტრაციას საკუთარი მონაცემები კვლევებითა და გამოკითხვებით დაინეტერესებული არც ერთი ქართული და ევროპული ორგანიზაციისათვის არ მიუწოდებია. შესაბამისად, აღნიშნულ თემაზე სპეკულაციები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. მსგავს მცდარ ინფორმაციას, სამწუხაროდ, სათავისოდ იყენებენ პოლიტიკურად მოტივირებული პიროვნებებიც.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ ეტაპზე აქტიურად ემზადება ავტორიზაციის პროცესისათვის და მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ მივაწვდით ჩვენს მონაცემებს ევროპულ სარეიტინგო სისტემებს. ერთ-ერთ მათგანთან, კერძოდ “„U-Multirank“-თან უკვე განხორციელდა შეხვედრა „Erasmus+“-ის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით”, – ნათქვამია განცადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *