ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში, ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

ბაღი 25 აღსაზრდელზეა გათვლილი. სამუშაოები 174 444 ლარით დაფინანსდა.

ახლადაშენებული საბავშვო ბაღი იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკო თოფურიძემ, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მანანა ბარბაქაძემ გახსნეს.

ასევე, მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტროინგი განახორციელეს. ხუნევის, ბორითისა და ხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მიმდინარეობს გზების მობეტონების სამუშაოები.

პროექტების საერთო ღორებულება 800 000 – მდე ლარს შეადგენს.

2017 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარე სოფლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მილიონი ლარი დაიხარჯა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *