წყალტუბოს 3 სოფელში,

ცხუნკურში, ქვიტირსა და ხომულში, საბავშვო ბაღები გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების რაოდენობა 2014-17 წლებში 14-დან 22-მდე გაიზარდა.

21 ნოემბერს წყალტუბოში N2 საბავშო ბაღი გაიხსნა.მისი მოწყობისთვის 258 000 ლარი დაიხარჯა.  გამოიცვალა სახურავი, შეიღება გარე ფასადი, მოპირკეთდა შიდა კედლები, მოწესრიგდა იატაკები, მოეწყო სველი წერტილები, სამრეცხაო ოთახები, განახლდა სააქტო დარბაზი, სამზარეულო.  მეორე საბავშვო ბაღში ამჟამად 200 აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას. 

ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირების განცხადებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, პატარებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა, მეტი დასაქმებული აღმზრდელ- მასწავლებელი, უფასო და ხელმისაწვდომი სკოლამდელი განათლების მიღება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *