ეროვნულმა სატყეო სააგენტომ წყალტუბოს

სკოლების შეშით მომარაგება დაასრულა. როგორც რადიო “ძველ ქალაქს” ეროვნული სატყეო სააგენტოდან აცნობეს,  საშეშე მერქანი სულ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 11 სკოლაში შეიტანეს.

შეშით მომარაგდა სოფელ ცხუნკურის #2 საჯარო სკოლა, სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლა , გვიშტიბის , ბანოჯის, გუმბრინის, სორმონის, დერჩის, დღნორისის, საჩხეურის საჯარო სკოლები. ასევე სოფელ მაღლაკის #2 და სოფელ ფარცხანაყანევის #4 საჯარო სკოლა.

11 სკოლაში სულ 226,192 კუბური მეტრი შეშა შეიტანეს.

ქვეყნის მასშტაბით საქართველოს 9 რეგიონში, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ დაახლოებით ათასი საჯარო სკოლა მოამარაგა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *