ქუთაისის #1 საჯარო სკოლაში

გუშინ განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახური შევიდა.განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრში თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. ბადრი ვაშაკიძე ამბობს, რომ შემოწმების შესახებ ინფორმირებული არ იყო.

კითხვებზე, აღმოაჩინა თუ არა სამინისტროს შიდა აუდიტმა სკოლაში რაიმე სახის დარღვევა ან უკავშირდება თუ არა შემოწმება მშობლის მიერ მინისტრისათვის გაგზავნილ ღია წერილს ?-განათლების სამინისტროს პრესსამსახურში რადიო “ძველ ქალაქს” მხოლოდ განუცხადეს, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის მიერ მუდმივად ხორციელდება საჯარო სკოლების გეგმიური შემოწმება და და ქუთაისის სკოლაც ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს. დეტალური პასუხების მისაღებად კი სკოლის ადმინისტრაციასთან გადაგვამისამართეს.  

რადიო “ძველი ქალაქი” სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან დაკავშირებას ცდილობს. დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *