ქუთაისში #30-ე სკოლის მეხუთე

კლასის მოსწავლე სცემეს. ბავშვის ბიძა, ჟურნალისტი ლევან ქემოკლიძე მოხდარის შესახებ ამბობს: “ბავშვებს შორის მოხდარა შელაპარაკება. ერთ-ერთ ბავშვს ჩემი დისშვილისთვის “ქალუსია” დაუძახებია. უკამათიათ ბავშვებს. მეორე დღეს მისულა ამ ბავშვის მშობელი სკოლაში და ჩემი დისშილისათვის მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა”, – ამბობს ლევან ქემოკლიძე.

რაც შეეხება იმას, რომ მოსწავლე პოლიციის თანამშრომელმა სცემა, ამას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. როგორც მოსწავლის ბიძამ განაცხადა მშობელი, რომელმაც მის დისშივილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სასჯელაღსრულების უწყების თანამშრომელია.

მეხუთე კლასელის მშობლემბა მომხდართან დაკავშირებით საჩივარი შესაბამის უწყებაში შეიტანეს. ქუთაისის #30-ე სკოლაში მომხდარს სწავლობს განთლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები.

ჟურნალისტის თქმით, საქმით საინტერესდა სახალხო დამცველის აპატრატიც.

როგორც რადიო “ძველ ქალაქს” სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისში განუცხადეს, მომხდარის შესახებ ინფორმაცია აქვთ, ვრცელ კომენტარს კი საქმის შესწავლის შემდეგ გააკეთებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *