ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საახალწლო წვეულებას გამართავს.

ღონისძიება 23 დეკემბერს, 19:00 საათზე “ასტორიაში” მოეწყობა.

რეგისტრაციის გავლა საახალწლო წვეულებაზე დასასწრებად სტუდენტური თვითმმართველობის ოთახში 23 დეკემბრამდე, დღის პირველ ნახევრამდე იქნება შესაძლებელი, რომლისთვისაც პირადობის მოწმობა ან სტუდენტური ბარათია საჭირო.

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის გიორგი ოკრიბელაშვილის განმარტებით, წვეულებაზე სტუდენტებს ახალ წელს უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და პრორექტორი მიულოცავენ.

საახალწლო წვეულების მუსიკალურ ნაწილზე ჯგუფი FunkStation და DJ Dee Fallen-ი იზრუნებენ.

წვეულების მოწყობაზე 6000 ლარამდე დაიხარჯება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *