ქუთაისში საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონალური ოფისი გაიხსნა.

აღნიშნულ ოფისში აბიტურიენტებს უნივერსიტეტის პროგრამებისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.

გარდა ამისა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლების თქმით, რეგიონალური ოფისის მიერ შეთავაზებული უფასო სერვისებით ადგილობრივ მცხოვრებლებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ.

აღნიშნული სერვისები იმიტირებული გამოცდებს, სერტიფიცირებულ ტრენინგებს, საჯარო ლექციებს, ოლიმპიადებს, ღია კარის დღეებს, მასტერკლასებსა და იურიდიულ კონსულტაციებს მოიცავს.

“ჩვენი უნივერსიტეტი სტუდენტებს ინოვაციურ სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისელ ახალგაზრდებს ჰქონდეთ ინფორმაცია და საშუალება, გამოიყენონ უნივერსიტეტის შესაძლებლობები,”-განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა კონსტანტინე თოფურიამ.

ქუთაისის ოფისში ორი თანამშრომელი იმუშავებს. თოფურიას განმარტებით, თანამშრომელთა ზრდა დაგეგმილი აქტივობების მიხედვით განხორციელდება.

მსგავსი ცენტრები თელავსა და გორში უკვე გაიხსნა.

საქართველოს უნივერსიტეტმა სტუდენტთა მიღება 2004 წლიდან დაიწყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *