აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა. ამიერიდან აწსუ კიდევ სამ კომპანიასთან ითანამშრომლებს: შპს “კურორტ საირმესთან”, შპს “სიემ ჯორჯიასთან” და შპს “თბილისი ტრეიდერთა კლუბთან”.

“მემორანდუმი ერთწლიანია და ჩვენი სტუდენტები კომპანიებში პრაქტიკებს გაივლიან,”-განაცხადა აწსუ-ს ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა ნანა შონიამ.

მემორანდუმი აღნიშნულ კომპანიებში ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების  სტუდენტების მიერ როგორც პროფესიული პრაქტიკის გავლას, ასევე ერთობლივი შემეცნებითი პროექტების განხორციელებას, კურსდამთავრებულთა დასაქმებასა და კომპანიის წარმომადგენლების მიერ მასტერკლასების ჩატარებას ითვალისწინებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *