ცნობარში, საიდანაც აბიტურიენტებს  სხვადასხვა

ფაკულტეტების არჩევა შეუძლიათ, წელს პედაგოგიური ფაკულტეტი შეტანილი არ არის. რადიო “ძველი ქალაქი” დაინტერესდა, რა გახდა ამის მიზეზი.  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამის მიზეზი 2015 წელს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებია, რომელმაც განსაზღვრა მასწავლებლის განათლების პირობა.  როგორც რადიო “ძველი ქალაქისათვის” გამოგზავნილ წერილში წერია, მასწავლებელი უნდა იყოს განათლების მაგისტრი, რომლის მომზადება უნდა განხორციელდეს 300 კრედიტიანი საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში. 2015 წელს აღნიშნულ კანონის გარდამავალ მუხლში ჩაიწერა, რომ 2017 წლიდან ჩარიცხვა აღარ უნდა განხორციელდეს დაწყებითი განათლების საბაკალავრო პროგრამაზე და ბაკალავიატის ფარგელებში სტუდენტებმა აღარ უნდა აირჩიონ საბაკალავრო პროგრამაში ინტეგრირებული 60 კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამა.

“ვინც სწავლობს დაწყებითი განათლების მასწავლებლის საბაკალავრო პროგრამაზე და უკვე არჩეული აქვთ ბაკალავრიატში მასწავლებლის მომზადების პროგრამა მათ სწავლა უნდა დაასრულონა 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე. ვინც ამ დროისთვის ვერ დაასრულებს ამ პროგრამებს ისინი გადაყვანილ უნდა იქნან განათლების მაგისტრის 300 კრედიტიან პროგრამაზე. რაც შეეხება მასწავლებლის განათლებას ის განხორციელდება 300 კერდიტაინი საბაკალავრო-საგამისტრო პროგრამის დაძლევის საფუძველზე ან სულ მცირე ბაკლავრის აკადემიური ხარისხი უნდა ჰქონდეს და გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში ჩააბაროს საგნის გამოცდა. საგნის გამოცდის ჩაბარების შემდეგ პირმა უნდა ჩააბაროს საგნის შესაბამის მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე მასწავლებლობის უფლების მოსაპოვებლად.” – წერია რადიო “ძველი ქალაქისათვის” გამოგზავნილ წერილში.

რადიო “ძველი ქალაქი” თემის შესახებ უფრო ვრცელ მასალას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *