აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ბიზნესის,

სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი შიდასაფაკულტეტო საგრანტო კონკურსს აცხადებს. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება დაიწყება 2018 წლის 1 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით. საპროექტო განაცხადი უნდა ჩაბარდეს, როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული სახით.

შიდასაფაკულტეტო კომისია მიღებულ პროექტებს 14 მაისიდან 24 მაისის ჩათვლით შეაფასებს. 25 მაისს კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები გამოცხადდება. პროექტებს 7 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი შეაფასებს და 11 ივნისს კონკურსის მეორე ეტაპის შედეგები გამოცხადდება. კონკურსის საბოლოო შედეგები კი2018 წლის 21 ივნისს გამოცხადდება. გამარჯვებული საგრანტო პროექტების განხორციელება დაიწყება 2018 წლის 2 ივლისიდან.

პროექტის სააპლიკაციო ფორმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *