აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო

ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ვიქტორინა გაიმართა. მასში მონაწილეობა სასწავლებლის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს. კონკურსის მონაწილეებმა 10 ძირითად შეკითხვას უპასუხეს, თუმცა გამარჯვებულების გამოსავლენად დამატებითი კითხვების დასმა გახდა საჭირო.

საბოლოოდ, პირველი ადგილი ჯგუფმა “უბრჯგუ” მოიპვა 12 ქულით, მეორეზე “ქერუბიმი” გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ინტეგრალმა დაიკავა. გამარჯვებულებს 13 აპრილს სხვადასხვა სახის საჩუქრები გადაეცემათ. 

სახელმწიფო ენის დღისადმი მირღვნილი კვირეული აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრადიციულად ყოველ წელს იმართება. კვირეულის ფარგლებში კიდევ რამდენიმე ღონიძიება გაიმართება. ხვალ, 13 აპრილს, აწსუ-ს ეზოში “ვეხფისტყაოსნის” საჯარო კითხვა გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *