ქუთაისში მსოფლიო რელიგიებისა და კულტურების შესახებ სალექციო კურსი ჩატარდება.

პროექტის ფარგლებში, მონაწილეები სხვადასხვა თემატურ ადგილსაც მოინახულებენ.

პირველი ლექცია სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობის შესახებ ბექა მინდიაშვილმა წაიკითხა.

“გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი ინტერესია როგორც სტუდენტების მხრიდან, ასევე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისაგან. მოთხოვნა მაღალია იმიტომ, რომ რელიგიური სწავლება არ ხდება არსად, არც სკოლებში. გარდა ამისა, საქართველო არის მულტიეთნიკური და მულტირელიგიური ქვეყანა. მონაწილეებს ვაძლევთ საშუალებას, არსებული სტერეოტიპების შესახებ დამოკიდებულება შეიცვალონ,”-განაცხადა Konrad-Adenauer -ის პროექტების მენეჯერმა გიორგი ბუტიკაშვილმა.

პროექტისათვის, რომელსაც Konrad-Adenauer-Stiftung South Caucasus, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი CIPDD და რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის -Red ახორციელებს, 40-მდე მონაწილეა შერჩეული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *