განათლება
აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტს პლაგიატის ამომცნობ პროგრამას გადასცემენ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 4 დღიანი კონფერენცია-სემინარი დაიწყო. აკადემიურ პერსონალს პლაგიატთან ბრძოლის მეთოდებს ქართველი და უცხოელი სპეციალისტები აცნობენ. პროექტის თანახმად, უნდა მოხდეს სპეციალური პროგრამის სასწავლებლებისათვის გადაცემა, რომელიც აკადემიურ ნაშრომებში პლაგიატს ამოიცნობს.

"პროგრამა საჩუქრად გადაეცემა ჩვენს უნივერსიტეტს, აგრეთვე სხვა ქართულ უნივერსიტეტებს. როდესაც ვსაუბრობთ პლაგიატზე, ვგულისხმობთ აკადემიურ კეთილსინდისიერებას. ეს არის საავტორო უფლებების დაცვა. რაც მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი უნივერსიტეტისათვის, ისე მთლიანად საგანმანათლებლო სივრცისათვის",- განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსმა დავით გეგეჭკორმა.

პროგრამას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  Erasmus+ ის დაფინანსებული პროექტს ფარგლებში ახორციელებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდების მართვის განყოფილების უფროსის, გიგა ხოსიტაშვილის თქმით, პროგრამაში ჩართული უმაღლესი სასწავლებლები პლაგიატის გამოსავლენ პროგრამას 2 წლის განმავლობაში მოიხმარენ, შემდეგ კი პროგრამის გამოყენება სასაწავლებების სურვილზე იქნება დამოკიდებული.

"პროექტის ფარგლებში გათვალიწინებულია პროგრამის 2 წლით შესყიდვა. როცა პროექტი დასრულდება პროგრამის გამოყენების ვალდებულება, უნივერისტეტის გადასაწყვეტი იქნება გამოიყენებენ თუ არა მას, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტების ავტორიზაციის სტანდარტით მათ უნდა ჰქონდეთ მკაცრად ჩამოყალიბებული სტანდარტი პლაგიატთან მიმართებაში. როგორ ხდება პლაგიატის შემთხვევების გამოვლენა და პრევენცია." - განაცხადა გიგა ხოსიტაშვილმა.

პროგრამა, რომელსაც ნაწერებში მსგავსების გამოვლენა შეუძლია მსოფლიოში რამდენიმე არსებობს, რომელთა მეშვეობითაც სტუდენტი ტექსტებს უკვე არსებულ ნაშრომებთან, ინტერნეტით განთავსებულ ვებ გვერდებთან. პროგრამა ქართულ ენაზე მუშაობს. პროექტის ფარგლებში მის შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადებულია და შემოდგომის სემესტრიდან საქართველოს 13-ვე უნივერსიტეტს პლაგიატის ამომცნობი პროგრამა გადაეცემა.




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში






ქუთაისის საჯარო სკოლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო სტენდი დაიდგმება.
15:12 / 21.05.2018
ქუთაისის საჯარო სკოლებში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო სტენდი დაიდგმება.
20:43 / 20.05.2018
"ზოგადი განათლების შესახებ კანონში" ცვლილებები შედის.






ქუთაისში მოხალისეობრივი საქმიანობის წასახალისებლად მოხალისეობის
გამოფენა მოეწყო.
19:58 / 19.05.2018
ქუთაისში მოხალისეობრივი საქმიანობის წასახალისებლად მოხალისეობის გამოფენა მოეწყო.






ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დიდ
12:37 / 18.05.2018
ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დიდ






იუნისეფი და გაეროს ბავშვთა ფონდი პოლონურ ორგანიზაცია
11:16 / 18.05.2018
იუნისეფი და გაეროს ბავშვთა ფონდი პოლონურ ორგანიზაცია
ახალი ამბები
საჩხერის სოფლები 24-საათიანი წყალმომარაგებით 2019 წლის ზაფხულიდან ისარგებლებენ
13:37 / 25.05.2018
საჩხერის მუნიციპალიტეტში, ჩიხისა და გორისას ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში
თერჯოლის მერიასა და ადმინისტრაციულ ერთეულებში ვაკანტურ თანამდებობებზე 26 საჯარო მოხელე დაინიშნა
13:16 / 24.05.2018
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, კონკურსის შედეგად, 33 ვაკანტური ადგილისათვის 31 საჯარო მოხელე შეარჩიეს.
იმერეთში, სოფლის მეურნეობის სფეროში, შესაძლოა, ჩინურმა მხარემ ინვესტიცია ჩადოს
13:19 / 22.05.2018
იმერეთის გუბერნიამ ჩინეთის ძიანსის პროვინციის დელეგაციას უმასპინძლა.
 შავი ზღვის კურორტზე ქუთაისის მერია წელს  270 ბენეფიციარს გაგზავნის
11:52 / 22.05.2018
შავი ზღვის კურორტზე ქუთაისის მერია 270 ბენეფიციარს
"მუხნარის ტყე კვდომას განიცდის"
00:00 / 22.05.2018
"თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის
"ჩატარებული რეორგანიზაციაც ზუსტად ამას ემსახურებოდა, რომ არ მომხდარიყო ფუნქციების დუბლირება"
14:33 / 21.05.2018
ქუთაისის მერიაში "ევროპული საქართველოს" ბრალდებებს უპასუხეს.
სპორტის ააიპისა და ირაკლი კიკვაძის დაპირისპირებაზე სასამართლო გადაწყვეტილებას 8 ივნისს გამოაცხადებს
14:52 / 15.05.2018
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ააიპ "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" წინააღმდეგ
ვალუტა
EUR
EUR
2.9044
TRY
TRY
0.5237
USD
USD
2.4805
ამინდი
თბილისი 17 - 29 °C
img
ქუთაისი 16 - 28 °C
img
ბათუმი 18 - 24 °C
img