აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

4 დღიანი კონფერენცია-სემინარი დაიწყო. აკადემიურ პერსონალს პლაგიატთან ბრძოლის მეთოდებს ქართველი და უცხოელი სპეციალისტები აცნობენ. პროექტის თანახმად, უნდა მოხდეს სპეციალური პროგრამის სასწავლებლებისათვის გადაცემა, რომელიც აკადემიურ ნაშრომებში პლაგიატს ამოიცნობს.

“პროგრამა საჩუქრად გადაეცემა ჩვენს უნივერსიტეტს, აგრეთვე სხვა ქართულ უნივერსიტეტებს. როდესაც ვსაუბრობთ პლაგიატზე, ვგულისხმობთ აკადემიურ კეთილსინდისიერებას. ეს არის საავტორო უფლებების დაცვა. რაც მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი უნივერსიტეტისათვის, ისე მთლიანად საგანმანათლებლო სივრცისათვის”,- განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსმა დავით გეგეჭკორმა.

პროგრამას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  Erasmus+ ის დაფინანსებული პროექტს ფარგლებში ახორციელებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდების მართვის განყოფილების უფროსის, გიგა ხოსიტაშვილის თქმით, პროგრამაში ჩართული უმაღლესი სასწავლებლები პლაგიატის გამოსავლენ პროგრამას 2 წლის განმავლობაში მოიხმარენ, შემდეგ კი პროგრამის გამოყენება სასაწავლებების სურვილზე იქნება დამოკიდებული.

“პროექტის ფარგლებში გათვალიწინებულია პროგრამის 2 წლით შესყიდვა. როცა პროექტი დასრულდება პროგრამის გამოყენების ვალდებულება, უნივერისტეტის გადასაწყვეტი იქნება გამოიყენებენ თუ არა მას, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტების ავტორიზაციის სტანდარტით მათ უნდა ჰქონდეთ მკაცრად ჩამოყალიბებული სტანდარტი პლაგიატთან მიმართებაში. როგორ ხდება პლაგიატის შემთხვევების გამოვლენა და პრევენცია.” – განაცხადა გიგა ხოსიტაშვილმა.

პროგრამა, რომელსაც ნაწერებში მსგავსების გამოვლენა შეუძლია მსოფლიოში რამდენიმე არსებობს, რომელთა მეშვეობითაც სტუდენტი ტექსტებს უკვე არსებულ ნაშრომებთან, ინტერნეტით განთავსებულ ვებ გვერდებთან. პროგრამა ქართულ ენაზე მუშაობს. პროექტის ფარგლებში მის შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადებულია და შემოდგომის სემესტრიდან საქართველოს 13-ვე უნივერსიტეტს პლაგიატის ამომცნობი პროგრამა გადაეცემა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *