იუნისეფი და გაეროს ბავშვთა ფონდი პოლონურ ორგანიზაცია

“ედუკატორთან” ერთად ახორციელებს პროექტს რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ერთ-ერთია უნივერსიტეტებში ფაკულტეტების, პროგრამების შექმნა, რომელიც საბავშვო ბაღების მასწავლებლებს მოამზადებს და მეორე – ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარება შექმნან მუდმივად მოქმედი პროგრამა, რომლითაც მოხდება სკოლამდელი დაწესებულებების მასწავლებლების რეგულარული გადამზადება. პროექტის ფარგლებში ქუთაისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 25 პედაგოგს ტრენინგი ჩაუტარდა.

“ქუთაისში, ზესტაფონში, კიდევ სხვა ქალაქებში ვატარებთ 2 დღიან ტრენინგს. მთავრობამ მიიღო ახალი სტანდარტები სკოლამდელი განათლების პროგრამის ხარისხის და ბავშვის განვითარების. ეს ჯერჯერობით მასწავლებლებმა კარგად არ იციან და ვეხმარებით თუ როგორ უნდა განახორციელონ ახალი სტანდარტის შესაბამისი პროგრამა. ასევე უფულობის პერიოდში როგორ მოვამზადოთ ბავშვებისათვის სხვადასხვა მასალები”.- განაცხადა “ედუკატორის” წარმომადგენელმა ოლღა მუსხელიშვილმა.

ახალი სტანდარტების ერთ-ერთი მთავარი მიზანი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა, რაც პირველ რიგში, სკოლამდელი დაწესებულების ძირითადი პერსონალის უწყვეტიპროფესიული განვითარების გზით უნდა მოხდეს.

ამასთანავე, მუნიციპალიტეტებმა უნდა გააუმჯობესონ პერსონალის სამუშაო პირობები, რაც ზეგავლენას ახდენსსაგანმანათლებლო პროცესის ხარისხზე. უნდა გადაიხედოს აღმზრდელთა და აღმზრდელ-პედაგოგთა სამუშაო საათებისრაოდენობა, ხელფასის ოდენობა და ა.შ.

კანონის მიხედვით, მუნიციპალიტეტები ვალდებულნი არიან, დანერგონ ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზების სისტემა. სწორედ ახალ სტანდარტებთან შესაბამისობა განსაზღვრავს თითოეული დაწესებულებისავტორიზების საკითხს. 2018 წლის 31 დეკემბრამდე თითოეულმა დაწესებულებამ (კერძო და საჯარო) უნდა გაიაროსავტორიზაცია 4 წლის ვადით, თუმცა მუნიციპალიტეტი რეგულარულად შეამოწმებს ამ დაწესებულებებს ადგილობრივდონეზე დადგენილი მონიტორინგის წესის შესაბამისად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *