შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პროექტის „სანდოთანამგზავრი“ ფარგლებში ზოგადი უნარების გამოცდის იმიტაციას ამჯერად ქუთაისში ჩაატარებს.

სადიაგნოსტიკო ტესტირების გავლის საშუალება ერთიანიეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირებულ იმ აბიტურიენტებს ექნებათ, რომლებმაც რეგისტრაციის დროს ქუთაისის რომელიმე საგამოცდო ცენტრი მიუთითეს და არ მიუღიათ მონაწილეობა აპრილისა და მაისის თვეებში ორგანიზებულ ტესტირებებში.

ტესტირებისათვის რეგისტრაცია 30 მაისს 16:00 საათზე დაიწყება. მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ცენტრის ვებგვერდზე   :www.naec.gov.ge

მონაწილეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, შეამოწმონ საკუთარი თავი სპეციალურად ორგანიზებულ საგამოცდო სექტორში. პროექტის ფარგლებში გამოყენებული დავალებები არ გამოქვეყნდება. აბიტურიენტებს ტესტირების შედეგი ეცნობებათ ტესტირების დასრულებისთანავე. აბიტურიენტები იმუშავებენ ტესტის ბუკლეტზე, ხოლო პასუხებს აღნიშნავენ პასუხების ფურცელზე. ტესტის თითოეული ვერბალური და მათემატიკური ნაწილისათვის გამოყოფილია 1 საათიდა 35 წუთი.  შესაბამისად, მთლიანად ტესტირება 3საათსადა 10 წუთს გაგრძელდება.

ტესტირება ჩატარდება 2 ივნისს, 13:00 საათზე ერთ სესიად შემდეგ მისამართზე: ცისფერყანწელთა ქუჩა N6, ა. წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში.

აპლიკანტი ტესტირებაზე უნდა გამოცხადდეს 12:30 საათზე და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

 

წყარო: naec.ge

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *