ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს.

აბიტურიენტები ამ ეტაპზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. რადიო “ძველი ქალაქის” ყურადღების ცენტრში ქუთაისში, პირველი კლასიკური გიმნაზიის შენობაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში შვილიშვილის საგულშემატკივროდ მისული ორი ბაბუა მოხვდა.

როგორც ბაბუებმა გვითხრეს, ისინი გამოცდაზე მისულ თავიანთ შვილიშვილის, სალომეს ამხნევებენ, მიუხედევად იმისა, რომ აბიტურიენტების ნერვიულობა მათაც გადაედოთ.

“პირველი შვილიშვილია, რომელიც გამოცდებს აბარებს. კარგი მოსწავლე იყო სკოლაში და ახლა გვინდა, უმაღლეს სასწავლებელში ჩააბაროს. სანერვიულოს მეტი რაა ცხოვრებაში, მაგრამ ეს ძალიან ძნელი ყოფილა,”-გვითხრა სოსო ბუბუტეიშვილმა.

ქუთაისში 3 საგამოცდო ცენტრია, სადაც ერთიან ეროვნულ გამოცდებს 5 000-მდე აბიტურიენტი აბარებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *